
ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
აღზრდა
ერთხელ და ერთხელ საჭიროა ყურებიდან ბამბა გამოვიღოთ, ერთხელ და ერთხელ საჭიროა ვიცოდეთ, რომ შვილის
ერთხელ და ერთხელ საჭიროა ყურებიდან ბამბა გამოვიღოთ, ერთხელ და ერთხელ საჭიროა ვიცოდეთ, რომ შვილის გაზრდა, რომ შვილის კაცად გამოყვანა უწმინდესი და უდიდესი ვალია მშობლებისა. რასაკვირველია, ამას ხარჯი უნდა, და აი სწორედ ამის სახარჯოსათვის ჩვენ არ ვირჯებით, არა ვმოქმედობთ, არა ვმონაგრობთ, ერთს წვეთს ოფლსაც არ ვიმეტებთ. პური როცა გვაკლია, თავში ქვას ვიხლით და ვშრომობთ, ღვინო როცა გვაკლია - ვირჯებით, ტანთ გვაკლია, ფეხთ გვაკლია, იქით ვეცემით, აქეთ ვეცემით, რომ როგორმე ვიშოვოთ, - და როცა შვილის გასაზრდელი სახარჯო არა გვაქვს, ბუზსაც არ ავაფრენთ, ხელსაც არ გავძრავთ, თუნდა მთელი დღე იმოდენად მოცლილი ვიყვნეთ, რომ გულდაღმა ვიწვნეთ და ჭერში ბუზებს ვსთვლიდეთ. გაზრდა შვილისა კი ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევჭიროთ, ამას უნდა შევალიოთ, სხვაგან და სხვაში უნდა დავიკლოთ და ყოველივე ნაწვავ-ნადაგი, ყოველივე ამაგი და უფროს-ერთი დრო ამას უნდა მოვახმაროთ.
|