ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სიმდიდრე
სიმდიდრისადმი სიძულვილის შესახებ.
დაე, მოვიძულოთ ფული და დიდება. ის, ვინც განთავისუფლდა ამ ვნებისგან, ყველა ადამიანზე მეტად თავისუფალი და ყველა მდიდარზე უფრო მდიდარია. ვერ ხედავ განა, რამდენი ბოროტება ხდება ფულის გამო? არ ვამბობ, რამდენი რამ ხდება მომხვეჭელობის გამო, არამედ – ფულისადმი ტრფიალის გამო. ასე მაგალითად, ვიღაცამ დაკარგა ფული – და აი ცხოვრობს ასეთი ცხოვრებით, რომელიც სიკვდილზე უარესია.
რაზე წუხხარ, ადამიანო? ვინმემ რომ მიგაჯაჭვოს საგანძურს და გიბრძანოს მუდმივად ჯდომა და მღვიძარება მის ქონებაზე, აღშფოთდები და განრისხდები, მაგრამ თუ შენ თვითონ მიეჯაჭვე მას სამარცხვინო ხუნდებით, რატომ წუხხარ, როდესაც ამ მონობისგან თავისუფლდები?
დაე, მოვიძულოთ ძვირფასი სამოსი; დაე, მოვიძულოთ ფული, რომ ჩვენი სულის ხსნა არ დაგვავიწყდეს, დაე, მოვიძულოთ ფული, რომ არ დაგვავიწყდეს საკუთარი სული. იგი დაისჯება, ტანჯვას იგემებს: სხვა ყოველი აქ რჩება, სული კი მიღმა გადადის.
და ეშმაც გვაყენებს ვნებას იმისთვის კი არა, რომ ქონება წაგვართვას – მან იცის, რომ ის არაფერს წარმოადგენს – არამედ იმისთვის, რომ გვაიძულოს რაიმე მკრეხელური ვთქვათ.
ყველა ერთნაირად არ დაიჯება: ის, ვინც ბოროტი დარჩება, მიუხედავად ყველა მიღებული სიკეთისა, უფრო მეტად დაიტანჯება; ხოლო ვინც სიღარიბეში ცხოვრობდა – ნაკლებად. ეს რომ სამართლიანია, ამაზე ისმინე როგორ ბრძანებს დავითი: "და მიგეც შენ მონაგები უფლისა შენისა" ( 2 მეფეთა 12, 8). ასე რომ, როდესაც დაინახავ – ახალგაზრდა კაცმა ყოველგვარი შრომის გარეშე მიიღო მამისეული მემკვიდრეობა და ბოროტი დარჩა, დარწმუნებული იყავი, რომ მას უმძიმესი სასჯელი და უსასტიკესი ტანჯვა ელოდება. ამიტომ მოდით, მივბაძოთ იმათ, ვინც მემკვიდრეობად სათნოება მიიღო, ვინც სულიერი საუნჯე მოიპოვა.