
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
სარგებელს მოგიტანს სუმრობა და ოხუნჯობა? მხოლოს სიცილს გამოიწვევ. არც ერთი უქმი სიტყვა არ უნდა თქვა,
სარგებელს მოგიტანს სუმრობა და ოხუნჯობა? მხოლოს სიცილს გამოიწვევ. არც ერთი უქმი სიტყვა არ უნდა თქვა, რადგან უქმმეტყველებიდან უწესო საუბრებზე გადადიან. ახლა მხიარულების დრო კი არა, ტირილის, წუხილისა და გოდების დროა. შენ კი ხუმრობ? შენ მახლობლად ეშმაკია, შენ ირგვლივ დადის, ბდღვინავს, შენს შეჭმას ცდილობს, ყველაფერს შენს წინააღმდეგ მიმართავს, გეგმებს აწყობს, რა ხრიკებით გამოგიყვანოს თავშესაფრიდან, კბილებს აღჭრიალებს, ღმუის, ცეცხლს აჩაღებს შენი გადარჩენის საწინააღმდეგოდ. შენ კი ზიხარ და ოხუნჯობ, ფუჭსიტყვაობ და უწესო საუბრებს მიმართავ. შეძლებ კი ასეთ დროს მის დამარცხებას? ჩვენ ბავშვურად ვერთობით, საყვარელნო! გინდა გაიგო როგორია წმინდანთა ცხოვრების წესი? მოისმინე, რას ამბობს წმინდა პავლე მოციქული: "ამისთვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქვენისასა" (საქ. 20,31). თუ მან ასეთი ზრუნვა გამოიჩინა მელიტონელებისა და ეფესელების მიმართ, - კი არ ხუმრობდა, არამედ ცრემლებით ასწავლიდა, - მაშინ რაღას იტყვი სხვების შესახებ? მოისმინე, რას ეუბნება იგი კორინთელებს: "რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლთა, არა რაითა შესწუხნეთ, არამედ რაითა სცნათ, სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ" (2 კორ. 2,4), და კიდევ: "ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი?" (კორ. 11,29). მოისმინე, რას ამბობს კიდევ სხვა ადგილას: "და რომელნი ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგვიმძიმდების, რომელი ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაითა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან" (2 კორ. 5,4). შენ კი იცინი და ერთობი? ომის დროა, შენ კი იმით ხარ დაკავებული, რაც ტაკიმასხარებს ახასიათებთ?...
|