თემა: აღზრდა

სკოლის მიმართ ხშირად ისმის საყვედური და ჩივილი, რომ მასში მოსწავლე ყმაწვილები ზნეობრივად ფუჭდებიან,

სკოლის მიმართ ხშირად ისმის საყვედური და ჩივილი, რომ მასში მოსწავლე ყმაწვილები ზნეობრივად ფუჭდებიან, რომ ამით მშობლებისა და უფროსების გაგონება-მორჩილება არ აქვთ, ურჩნი, შეუსმენელნი არიან, სხვადასხვა ცუდ ჩვეულებებს იძენენ, საზოგადოების შემაწუხებელი ადამიანები გამოდიან და სხვა. ამ სიტყვებიდან გამოდის, რომ ვითომც ყმაწვილების ზნეობრივი აღზრდა უმთავრესად სასწავლებლის მოვალეობაა და იგი ამ საქმეში პასუხისმგებელია. ეს აზრი შემცდარი და უსაფუძვლოა; იგი არის შედეგი იმისა, რომ მშობლებსა და უფროსებს უნდათ ბავშვების აღზრდაში გამოჩენილი დაუდევრობა თავიდან აიშორონ და თავისი დანაშაული სხვას მოახვიონ, ტყუილად სდებენ ბრალს სასწავლებელს; ამით თავს ვერ გაიმართლებენ; ბავშვების სარწმუნოებრივ-ზნეობითი აღზრდა ოჯახის თავდაპირველი მოვალეობაა და არა სკოლა, - ვამბობთ, თავდაპირველი.
 
0