ავტორი:
პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე
წყარო:
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) [გვ. 34]
თემა:
მემთვრალეობა
ნუ დაითვრები ღვინითა, რომლითა არს სიბილწე (ეფ. 5, 18)

დადგება თუ არა დღესასწაული, ხალხი ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ისიამოვნოს. ზოგი რაში ხედავს სიამოვნებას, სიხარულს, ზოგი რაში; უმეტესი ნაწილი მდაბალი მუშა ხალხისა დროის გადამეტებას ღვინის გადამეტებულ სმაში პოულობს. ღვინო, მართლაც, როგორც სთქვა დავით წინასწარმეტყველმა, „ახარებს გულსა კაცისასა" (პს. 103, 15).
მაგრამ ახარებს მაშინ, როდესაც ზომიერად სვამს კაცი. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ყოველივე სასმელი და საჭმელი მაშინ არის მარგებელი, როდესაც ზომიერად მიიღებენ ხოლმე, გადაჭარბებული ყველაფერი მავნებელია. „სარგებელ ცხოვრებისა კაცთასა ღვინო, უკეთუ სვა იგი საზომისაებრ მისისა“, ამბობს ზირაქი (31, 31). ზოგს ისეთი აგებულობა, ისეთი სტომაქი აქვს, რომ ექიმები წამლათაც გამოუწერენ ხოლმე, ურჩევენ უღვინოთ პური არ სჭამონ. პავლე მოციქული სწერს ტიმოთეს: „ნუ წყალსა ხოლო ჰსვამ, არამედ ღვინოც მცირედ იხმიე სტომაქისათვის და ზედას-ზედა უძლურებისა შენისათვის“ (ტიმ. 5, 23). „ყოველი დაბადებული ღმრთისა კეთილ არს“, ამბობს საღმრთო წერილი (ტიმ. 4, 4), უსათუოდ ღვინოსაც თავისი მნიშვნელობა აქვს, რომ ღმერთს გაუჩენია. წამალი მხოლოდ მაშინ არის წამალი, როდესაც ზომიერად მიიღებს კაცი და თუ გადაეჭარბა, მაშინ წამალი საწამლავად გადაიქცევა. „სიმწარე სულისა, სმა მრავლისაი ღვინისა“, ამბობს ზირაქი (ზირ. 31). მართლადაც დიდ სიმწარეს აყენებს კაცს ღვინის უზომოდ დალევა. ბევრს თქვენგანს, თუ თავის თავზე არ გამოუცდია, გაუგონია და დაუნახავს, თუ რას ემსგავსება მთვრალი კაცი. ნათქვამია საღმრთო წერილში: „კაცი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა“. ეს ხატება სიმთვრალის დროს კაცს ეკარგება, პირუტყვს, ცხოველს ემსგავსება. რაც უნდა განათლებული, განვითარებული კაცი იყოს, თუ ღვინო უზომოთ დალია, უსათუოდ გონება დაეკარგება, თვითონაც არ ესმის, რას ამბობს, ან რას აკეთებს. „ღვინო მიაქცევს მეცნიერთა, - ამბობს საღმრთო წერილი (ზირ. 31). თუკი მეცნიერი ასეთ მდგომარეობაში ვარდება, უგუნურს, გაუნათლებელს რაღა სიკეთეს მისცემს? „განამრავლებს გულისწყრომასა უგუნურისასა სიმთვრალე“ ამბობს საღმრთო წერილი. ღვინისაგან წარმოსდგება უმეტეს ნაწილად შფოთი, ჩხუბი, ბიწიერება. თუ დაკვირვებიხართ, უმეტესი ნაწილი მკვლელობებისა ღვინის სმის დროს სიმთვრალისაგან ხდება: "ვისა ვაი, ვისა შფოთი, ვისა სასჯელი, ვისა ურვანი და ლაღვა, ვისა შემუსვრა ამავოსა შინა, ვისა ლიბრი თვალნი, - კითხულობს სოლომონ ბრძენი, - თუ არა იმას, ვინც დამყოფელია ღვინოსა შინა" (იგ. 23, 29). ამისათვის ჩვენი მაცხოვარი გვეუბნება: "ეკრძალენით თავთა თქვენთა, ნუ უკვე დამძიმდენ გულნი თქვენნი შვებითა და მთვრალობითა" (ლუკ. 21, 34). "ნუ დაითვრებით ღვინითა", გვარიგებს სოლომონ ბრძენი. მემთვრალე კაცს თანდათან ფიზიკური ძალა ეკარგება და თუ სიმთვრალე სენად გარდაექცა, სულ დაუძლურდება, დღე შეუმოკლდება და უდროვოდ გამოესალმება წუთისოფელს. ამას დიდი დამტკიცება არ უნდა, ვისაც უნახავს მთვრალი კაცი. როგორ მიდის ის გზაში? გაივლის ცოტას თუ არა, წაუბორძიკდება ფეხი, ვერ შეძლებს გაჩერებას და წაიქცევა. კიდევ კარგი, თუ კარგი ადგილი შეხვდა, თორემ ხშირად ან თხრილში ჩავარდება, ან გადაემტვრევა რაზედმე, ან მოიტეხს ხელს, ფეხს, ან თავს გაიტეხს. თუ გაუჩნდა მშველელი, პატრონი, კარგია და თუ არა, შეიძლება კიდევაც მოკვდეს. თუ გზაში არაფერი გაუჭირდა და მივიდა შინ, სიკეთეს არ დააყრის ცოლ-შვილს. ერთ აყალ-მაყალს ასტეხს; დორბლები პირიდგან სცვივა, არც თვითონ იცის, რა უნდა, რას თხოულობს; ენა მას აღარ ემორჩილება, რას ბუტბუტებს და ლუღლუღებს, თვითონაც არ ესმის. თუ როგორმე დაოკდა და დაეძინა, დილით გვიან ადგება ყელგამოხრანწული, თავბრუდახვეული, არ ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო წინა დღით. ახლა კუჭს, რომლის სისაღისთვისაც ზომით ხმარობენ ღვინოს, როგორ აფუჭებს სიმთვრალე?! სიტყვიერად ვერ აღგიწერთ, თუ რაოდენ განსხვავდება საღი კუჭი სიმთვრალისაგან გაფუჭებული კუჭისაგან. ამის შემხედვარე განა არ უნდა მიხვდეს და არ დარწმუნდეს, რამოდენად მავნებელია მთვრალობა კაცის სხეულისათვის? ახლა ოჯახისათვის რა უბედურობა არის, როდესაც მამა-პატრონი მისი შეპყრობილია ამ სენით? ყოველ დღე გულის ხეთქა, ყოველ დღე ჯავრი, მასთან უკიდურესი სიღარიბე. რა უნდა დარჩეს მუშა კაცს, თუკი ორიოდე გროშს, რასაც იშოვის, ღვინოში დახარჯავს? "მუშაკი მემთვრალე არა გამდიდრდების", ამბობს საღმრთო წერილი (ზირ. 3, 1). ათასი ბევრი ჰქონდეს კაცს შეძენილი, თუ მიჰყო ხელი მთვრალობას, მალე გაღარიბდება. "ნუ იყოფი ღვინის მსმელ", - ამბობს სოლომონ ბრძენი, - "რამეთუ ყოველი მემთვრალე დაგლახაკდეს" (იგ. 23, 20). ამნაირად მემთვრალე კაცი ღუპავს თავის თავს და ცოლ-შვილსაც. ამითი აიხსნება, რომ ჩვენს ხელოსნებს (თუ ყველას არა, ზოგიერთს მაინც) აქამომდე ვერ დაუღწევიათ თავი უკიდურესს სიღარიბისაგან. კიდევ კარგი, თუ მარტო მამას შერჩა ეს სენი, თორემ ხშირად შვილებსაც გამოაჩნდებათ ხოლმე; მამისაგან მემკვიდრეობით გადადის მათზე ეს მეტად საზარელი და კაცის დამღუპველი სენი. ამისათვის სძულსთ მემთვრალე კაცი ყველას, ვისაც არა სჭირსთ ეს სენი, ზიზღით მიჩერებიან მას, მასთან საქმეს არასოდეს არ დაიკავებენ, ყოველი ნდობა საზოგადოებაში დაკარგული აქვს. ეს კიდევ არაფერი, თუ მარტო ქვეყნიურ ცხოვრებაში მოელის მას სასჯელი. უბედურობა ის არის, რომ ისე კაცისაგან არ ისჯებიან მემთვრალენი, როგორც ღვთისაგან. საღმრთო წერილში პირდაპირ არის ნათქვამი: "მრავალნი წარწყმინდნა ღვინომან" (ზირ. 31). "მემთვრალენი სასუფეველსა ცათასა ვერ დაიმკვიდრებენ". ამისათვის ძმანო ჩემნო საყვარელნო, გაუფრთხილდით თავის თავს, ტყუილა უბრალოდ თავი არ გაიფუჭოთ, რაც საჭირო არის თქვენი სხეულისათვის, ზომით დალიეთ ხოლმე და თუ საჭირო არ არის, სულაც აკვეთეთ; ყველაზე უკეთესი ის არის, რაც შეიძლებოდეს, ერიდოთ ხშირად ღვინის სმას, რომელმაც ბოლოს სიმთვრალეთ გადაქცევა იცის. ეცადეთ დრო გაატაროთ იმნაირ გასართობ საქმეში, რომელიც სასარგებლო იქნეს, როგორც თქვენი სხეულისათვის, ისე სულისათვის. ამინ.

|