ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 136]
თემა:
აბორტი
თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კაცობრიობის, ალბათ, ყველაზე დიდ ცოდვაზე – აბორტზე.ბავშვები ხელს
თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კაცობრიობის, ალბათ, ყველაზე დიდ ცოდვაზე – აბორტზე.
ბავშვები ხელს შეგვიშლიან, არა გვაქვს საშუალება მათი რჩენისა, ზედმეტი პრობლემები შემექმნება, მინდა ცხოვრებისაგან მეტი სიამოვნება მივიღო – აი მიზეზები, რომლებიც განაპირობებს აბორტის გაკეთებას. მაგრამ სიამოვნების ნაცვლად ამ ცოდვის ჩამდენ მეუღლეთა ცხოვრება თანდათან წამებად იქცევა: შვილები მშობლებს აღარ ემორჩილებიან, ბავშვები ავადმყოფები ჩნდებიან, თვითონ დედ-მამას კი სხვადასხვა დაავადება ახსენებს თავს, გულგრილი ხდება მათი ურთიერთობაც და ღალატი ცხოვრების წესად ექცევათ. ან კი როგორ შეიძლება მშვიდობა და კეთილდღეობა იქნას მოპოვებული ასეთი საშინელი ცოდვის საფასურად.