წმ. იოანე ოქროპირი
წყარო: ოქროს წყარო [გვ. 135]

ღვინიო მოგვეცა ხორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ხორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა

ღვინიო მოგვეცა ხორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ხორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩვენ უზომოებითა ვჰყავთ იგი შეურაცხ. ისმინე, რასა ეტყვის პავლე ტიმოთეს: "ნუ წყალსა ხოლო ჰსვამ, არამედ ღვინოცა მცირედ იხმიე სტომაქისათვის და ზედას ზედა უძლურებისათვის შენისა". ხოლო უკეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს იდვა სმაი ღვინისა ვიდრემდის უბრძანა მოძღვარმან, რაიმცა სიტყვა მივუგოთ ჩვენ ღმერთსა, რომელნი ესე სიმრთელესა შინა ვითრობით?
თემატური კითხვები
0