ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 181]
თემა:
შობა
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა,
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს ღვთისა:
უფალო ძლიერო, ბეთლემს შობილო. აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი; მოგვმადლე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა; მოგვეც სიბრძნე, სიმშვიდე, ერთგულება, ერთსულოვნება, გულის სიწრფელე, რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთლიანობა ქვეყნისა, შვილთა სიმრავლე, ნაყოფთა სიუხვე, ამაღლებული სიყვარული, სასოება შეურყეველი, რათა ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა.