ილია II
ავტორი: ილია II

ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობას სჩადის, სრულიად დაკარგული აქვს რწმენა და იმედი ღვთისა. ეს დანაშაული

ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობას სჩადის, სრულიად დაკარგული აქვს რწმენა და იმედი ღვთისა. ეს დანაშაული იმდენად დიდია, რომ, საეკლესიო კანონების მიხედვით, თვითმკვლელისათვის ლოცვაც კი აკრძალულია.

ის ვინც ამ საშინელ ნაბიჯს დგამს, გმობს სულიწმიდას და უმძიმეს დანაშაულს სჩადის საკუთარი თავისა და სულის წინაშე. იგი ფიქრობს, თითქოს ამ გზით განთავისუფლდება იმ წამებისგან, რაც მას მიწიერ ყოფაში ერგო; ავიწყდება კი, რომ თავს წირავს გაცილებით უფრო საშინელი და თანაც მარადიული სატანჯველისთვის, რომლისგანაც მას უკვე ვეღარავინ იხსნის.

როგორი ტკივილიც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრებაში, გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდინოთ ეს დანაშაული, რადგანაც ნებისმიერი მიწიერი განსაცდელის ჟამს გამოსავალის პოვნა მაინც არის შესაძლებელი, თვითმკვლელის შველა კი არავის ძალუძს.

ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობას სჩადის

2