იოსებ ათონელი (ისიხასტი)

ძილი გერევა? მცონარება განაგდე. მრისხანება გაწუხებს? შემუსრე ეგოიზმი. გულღრძოობა და შური ნაღველით

ძილი გერევა? მცონარება განაგდე. მრისხანება გაწუხებს? შემუსრე ეგოიზმი. გულღრძოობა და შური ნაღველით გავსებს? ისევ იგივე მოიმოქმედე. საჭმელი არ მოგწონს? - ისევ ისე. ხორცი აღგიდგება? აღსდექი, როგორც ძლიერი, და შეები შენს მტრებს. და საერთოდაც, როცა სხეული და გულისსიტყვა "უფლებებს გთხოვენ" და გეკითხებიან "რატომ?" პასუხად ჯოხი მოიმარჯვე.
    "ან ერთი საათი ვიცხოვრებ ისე, როგორც შენ გსურს, ქრისტე ჩემო, ან სულაც არ ვიქნები ამ ცხოვრებაში", - ასე იგლოვ, და მოდის უფლის წყალობა. ვნებები მშვიდდება, და მშვიდობა მყარდება საკუთარ თავთან, ღმერთთან და ყოველ არსთან. ხსეული ნებდება მთელი თავისი გულისსიტყვებითურთ. და მეტად აღარ საჭიროებს ჯოხს, რადგან სულის მორჩილება ისწავლა.
    მე კი, ვიდრე ჩემი სხეული დამნებდებოდა, ბევრი ჯოხი გადავიმტვრიე თეძოებზე. როგორც ჯალათი, ისე ვედექი საკუთარ თავს. სხეული მიცახცახებდა, როცა ხედავდა, რომ ჯოხი უნდა ამეღო ხელში. ეშმაკები გარბოდნენ, ვნებები წყნარდებოდნენ, მოდიოდა ნუგეში და სული იშვებდა, რადგან ღმრთის კანონია: ყველაფერი ის, რასაც ტკბობა მოსდევს, ტანჯვით იკურნება
 
თემატური კითხვები
0