
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
აღსარება
მონანიება და აღსარება ერთი იმ შვიდთა საიდუმლოთაგანია, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მისთვის
მონანიება და აღსარება ერთი იმ შვიდთა საიდუმლოთაგანია, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მისთვის დააწესა, რომ მორწმუნემ სულის განსამტკიცებლად და საცხოვნებელად სულიწმიდის უხილავი მადლი მიიღოს. აღსარებისას მონანული თავის ყოველ ცოდვას გაიხსენებს, გულწრფელად ეტყვის მოძღვარს და მისგან შენდობას მიიღებს. როგორც ვიცით, მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ქვეყანასა ზედა კაცთა შეკვრისა და გახსნის უფლება მისცა. ეს უფლება მოციქულებმა თავიანთ მოადგილეებს გადასცეს და ვიდრე აქამომდე მოძღვარნი თქვენდა საცხოვნელად ამ უფლებას იყენებენ.
|