ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 15]
თავისუფლება თუ ცოდვის მონობა?
თავისუფლება თუ ცოდვის მონობა?
წმიდა ისააკ ასური ამბობს: "არასრულყოფილ საუკუნეში თავისუფლება, თანაც სრულყოფილი, არ არსებობს". და მართლაც, განა შეიძლება ჭეშმარიტ თავისუფლებაზე საუბარი იქ, სადაც უარს ამბობენ ზნეობრივ ცხოვრებაზე და მის ნაცვლად პროპაგანდა ეწევა პრინციპს "ყველაფერი ნებადართულია". ნუთუ ნორმალური ყოფა ეთქმის იმ გარემოს, სადაც ადამიანის კატასტროფული სულიერი დაცემის პროცესს თავისუფლებისაკენ სწრაფვად სახელდებენ და საშინელი ცოდვის მონობას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად აცხადებენ?!