ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 25]
რელიგიური ინდიფერენტიზმი - ილია II
რელიგიური ინდიფერენტიზმი - ილია II
თუ ჩემთვის სულერთია ქრისტიანობა, იუდაიზმი, წარმართობა, ესა თუ ის სექტა... მაშინ, რა თქმა უნდა, ვიქნები შემწყნარებელი ამა თუ იმ სექტის მიმართ, მაგრამ რაში იქნება ღირსება ჩემი შემწყნარებლობისა?!
"რელიგიური ინდიფერენტიზმი", - წერს ვლადიმერ სოლოვიოვი – სრული უგულებელყოფაა გულის სითბოსი და სულიერობისა. ეს არის ზნეობრივი გაყინვის წერტილი, სიცივე სულიერი სიკვდილისა. ხოლო თუ უმაღლესი იდეალისადმი საზოგადოების გულგრილობისას თავს იჩენს მისი მკვეთრი ლტოლვა მდაბალი ინტერესებისა და მატერიალური კეთილდღეობისადმი, ნათელია, რომ ჩვენს წინაშეა სოციალური გახრწნის პროცესი (სოლოვიოვი, ტ.IV. გვ.138). სავალალოა, რომ საქართველოს მოსახლეობა ასეთი საშიშროების ზღვარზე დგას.