ილია II
ავტორი: ილია II

უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდა

უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდა

სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანიც, ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და საზარელ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.

ზოგი ამას უკომპლექსობის დამკვიდრებას უწოდებს, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახლაგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ საკუთარ ცხოვრებაში, ვითარების შესაბამისად, თავადაც ეფლობიან მასში. ჩვენ თვალწინ, ჩვენს მიერ ყალიბდება სულიერად დამახინჯებული ცხოვრებისა და აზროვნების წესი, პასუხისმგებლობას კი არავინ გრძნობს. მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ თუ ისინი არ აჩვენებენ მსგავს ფილმებს და გადაცემებს, არ დაწერენ და არ გააშუქებენ ასეთ თემებს, სხვა ქვეყნების ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებანი ამას მაინც გააკეთებენ (უცხო ქვეყნების გადაცემები კი მრავალთათვის ხელმისაწვდომია). ამაში სიმართლე არის, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ არ შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ყველა პრობლემის, სულიერისა თუ მატერიალურის წინაშე, ერთბაშად დავაყენოთ, რაც დეპრესიას, ორიენტაციის დაკარგვასა და აზროვნების გადაგვარებას იწვევს.

უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდა

2