ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 64]
როგორ მივეახლოთ ჭეშმარიტებას?
როგორ მივეახლოთ ჭეშმარიტებას?
ჭეშმარიტება! რა ახლოსაა და, ამავე დროს, რა მიუწვდომელია იგი. ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით, მაგრამ ის მაინც შორეულად რჩება, ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას სადღაც გარეთ, საკუთარი თავის მიღმა ვეძიებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ იგი სინამდვილეში ჩვენშია.
მაშ, როგორ მივეახლოთ მას? უფლის პასუხი ასეთია: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (ინ. 14,6). დიახ, ჭეშმარიტება თვით იესო ქრისტეშია და რამდენადაც ახლოს ვართ უფალთან, იმდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთანაც.