
ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 73]
მას შემდეგ, რაც უფალმა ცოდვის ტყვეობისაგან გამოგვიხსნა, ჯოჯოხეთსა და სიკვდილს ძალაუფლება მხოლოდ
მას შემდეგ, რაც უფალმა ცოდვის ტყვეობისაგან გამოგვიხსნა, ჯოჯოხეთსა და სიკვდილს ძალაუფლება მხოლოდ მათზე აქვს, რომელნიც ქრისტეს გარეშე არიან დაშთენილნი. მათი მრავალრიცხოვანება ბნელეთის ძალებთან ერთადაც კი არაფერია ყოვლისშემოქმედი და ყოვლისმომცველი ღვთისა და მის ანგელოზთა წინაშე. ამიტომაც მოგვმართავს მოციქული: "ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან უფალმა კეთილ ინება თქვენთვის სასუფევლის მოცემა"...