წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ჩვენ ორში ერთი უნდა ავირჩიოთ, მესამე არ მოგვეცემა – ან მადლიერებით მივიღოთ უფლის შემწველი სიყვარული

ჩვენ ორში ერთი უნდა ავირჩიოთ, მესამე არ მოგვეცემა – ან მადლიერებით მივიღოთ უფლის შემწველი სიყვარული აქაც და სამოთხეშიც, ან მასზე უარის თქმით მარად ვიწვოდეთ ჯოჯოხეთის ცეცხლში. ერთი ცეცხლი მაცხოვნებელი და სულის ჩამდგმელია, მეორე კი – მტანჯველი და მომაკვდინებელი. მაშ, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ – უგუნურებს, არ გავიგოთ ეს და რატომაა, რომ ღვთაებრივი სიყვარულის სულისჩამდგმელ ცეცხლს ჯოჯოხეთის მომაკვდინებელი კოცონი გვირჩევნია? სიყვარულზე, რომელსაც უფლის მიმართ უნდა განვიცდიდეთ, საუბარია შემდეგ სიტყვებში: "შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებთ სიტყვითა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა ჭეშმარიტებითა" (იოან. 3,18). უფლისადმი სიყვარულს ნებისმიერი ადამიანისადმი სიყვარულზე მაღლა უნდა ვაყენებდეთ, როგორც დაწერილია: "სიყვარული სიკვდილივით მყარია" (ეკლ. 8,6).
თემატური კითხვები
0