
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო:
რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის [გვ. 57]
უფალს სურს, ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის
უფალს სურს, ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გვიყვარდა იგი – როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევრობა და ყველაზე ღრმად შემოვუშვათ უფალი ჩვენს გულში. მაშინ შევძლებთ, შევიგრძნოთ მისი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბო. გადავიხადოთ იმ დროის სანაცვლოდ, როცა არ გვიყვარდა უფალი, რადგან უკანმოუხედავად დავკარგეთ იგი და ნეტარ ავგუსტინესთან ერთად წარმოვთქვათ: "გვიან შეგიყვარე შენ, ასე უძველესი სილამაზე; გვიან შეგიყვარე, სამწუხაროდ! აღარ არის ის დრო, როდესაც არ მიყვარდი!" უფალი ადამიანთა გულებში ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლის დასანთებად ჩამოვიდა ზეციდან ("ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაი მნებავს, რაითა აწვე აღეგზნეს!" (ლუკ. 12,49).