წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ვილოცოთ რათა მან გაანათლოს ჩვენი გონება იმის შესაცნობად, რომ მთავარია მისი სიყვარული, რამეთუ ჩვენ

ვილოცოთ რათა მან გაანათლოს ჩვენი გონება იმის შესაცნობად, რომ მთავარია მისი სიყვარული, რამეთუ ჩვენ იმიტომ არ გვიყვარს, რომ არ ვიცით, როგორც თქვა ღვთიურმა და ღვთისმოყვარე ავგუსტინემ: "მარადიული სინათლე დაანთე ჩემს სულში, რათა შეგიგრძნო, შეგიცნო და შეგიყვარო!"
    უფლისადმი ასეთი სიყვარული ჰქონდა პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. ხოლო რომელი-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის" (გალ. 2,20). იგივეს გრძნობდა წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი, როდესაც რომის ქრისტიანებს სწერდა: "მე მიყვარს იესო, რომელმაც თავი გასწირა ჩემთვის. რას მივაგებ მე უფალს მთელი ამ წყალობის ნაცვლად?" და კიდევ: "ჩემი სიყვარული ჯვარსეცვა. მსურს სასმელი, მსურს სასმელი მისი, ვინც უხრწნელი სიყვარული და მარადიული ცხოვრებაა".
0