წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი - ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი,  ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უფალი, როდესაც მან პირველმა შეგიყვარა შენ?! "ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარა ჩუენ" (1 იოან. 4,19). მან იმ სიყვარულით შეგვიყვარა, რომლითაც საკუთარი თავი უყვარს. მის ჩვენდამი სიყვარულს ყველაზე ნათლად ამტკიცებს ის, რომ მან თავისი მხოლოდშობილი ძის მსხვერპლით გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის სატანჯველთაგან და მათ ნაცვლად მოგვანიჭა თვისი მეუფების ბედნიერება: "რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას" (იოან. 3,16).
თემატური კითხვები