წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

არც ზეცაში, არც მიწაზე არაფერია უფლის ძის ღვთაებრივ სისხლზე უფრო ძვირფასი. იმისათვის, რომ ანგელოზთა

არც ზეცაში, არც მიწაზე არაფერია უფლის ძის ღვთაებრივ სისხლზე უფრო ძვირფასი. იმისათვის, რომ ანგელოზთა ცხრა დასს ჰყვარებოდა, მას ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაუღვრია. ხოლო იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეყვარებინა იგი, უფალმა მთელი თავისი სისხლი დაღვარა. მაშ, როგორ არ უნდა გვინდოდეს, გვიყვარდეს იგი?! რაოდენი გაბოროტება იმალება ჩვენში, თუ ყოველი ამ მსხვერპლის შემდეგ, რომელიც უფალმა გაიღო ჩვენი გადარჩენისთვის, კვლავ გულგრილნი და უგრძნობნი ვრჩებით მის მიმართ?! მაშ, შევინანოთ მეუფისადმი ჩვენი სიცივე და უმადურება. და დაე, ამიერიდან ყველა ჩვენი მოქმედების მთავარი საფუძველი მისდამი სიყვარული იყოს. უფალი არის ჩვენი გულების უფალი, როგორც ამბობს დავითი: "ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე!" (ფს. 72,26). მაშ, ნეტარ ავგუსტინესთან ერთად წარმოვთქვათ: "უფალო, მიიღე ჩემი მეხსიერება, ჩემი ჭკუა, ჩემი ნება. მომანიჭე გული, რომელიც იფიქრებს მხოლოდ იმაზე, რაც შენია; ფიქრი, რომელსაც შენ უყვარხარ; მეხსიერება – შენზე დაფუძნებული; გონება – შენზე მოფიქრალი".
0