
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ბედნიერება
თუ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთ არა გვაქვს ისეთი ბედნიერება და კეთილდღეობა, როგორიც მის მშვენიერ
თუ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთ არა გვაქვს ისეთი ბედნიერება და კეთილდღეობა, როგორიც მის მშვენიერ ბუნებას შეეფერება, ამის მიზეზი ჩვენი ცუდი თვისებებია, კერძოდ ის, რომ არ გვაქვს, კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენს საქმეებში არ სუფევს სიმართლე, ერთმანეთს სიძულვილით, შურითა და მძლავრობით ვაწუხებთ და არა ღმრთის სასუფეველსა და სიმაღლეს, არამედ ბოროტებას ვეძიებთ. ქვეყნის საერთო კეთილდღეობის საფუძველი ისაა, რომ საზოგადოების წევრებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ჩვენთან კი თითქმის ყოველი კაცი ასე ფიქრობს - არც მე მქონდეს და არც სხვასო. ეს საშინელი ჩვეულება უნდა დავივიწყოთ და მტკიცედ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები, თუ პირველ რიგში ღმერთის სასუფეველისა და სიმართლის მოპოვებისათვის ვიზრუნებთ, ყოველივე შეგეძინება (I, 220–224; 227–229).
|