
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: რწმენა, ცოდვა
როდესაც ზღვაზე მიმავალმა პეტრე მოციქულმა ჩაძირვა დაიწყო, ამის მიზეზად მან ძლიერი ქარი ჩათვალა: "ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე!" (მთ. 14, 30). მაგრამ უფალმა უთხრა მას, რომ მიზეზი მისი მცირედმორწმუნეობა იყო: "მცირედმორწმუნეო, რაისა შეორგულდი?" ასევე ქრისტიანები თავიანთი ბოროტი საქმეებისა და ბოროტი ცხოვრების მიზეზად ცდუნებებს თვლიან, რომლებსაც ვერ ლახავენ. მათი ამაო საქმეების ჭეშმარიტი მიზეზი კი ისაა, რომ მათი რწმენა – სუსტი და მწირია. ასეთი რომ არ ყოფილიყო, ეშმაკი ვერ შეძლებდა, ცოდვის საშინელ მონობაში მოექცია.