წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და

იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად" (იოანე 3, 2) და როგორც თვით უფალმა ბრძანა საკუთარი თავის შესახებ: "ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე" (მათე 23, 8). იგი სამყაროში მხოლოდ ჩვენს გამოსასყიდად კი არ მოვიდა, არამედ იმისთვისაც, რომ ესწავლებინა, როგორც თავად ბრძანებს: "ამისთვის მოვივლინე სოფლად, რათა ვწამო ჭეშმარიტი" (იოანე 18, 37).
თემატური კითხვები
0