ავტორი:
მღვდელი სიმონ ჭელიძე
თემა:
ბედნიერება
თუ ჩვენ ცხოვრებას შევხედავთ ფხიზლის თვალით, მივხვდებით, რომ ნამდვილნი ბედნიერნი ვართ მაშინ, როდესაც
თუ ჩვენ ცხოვრებას შევხედავთ ფხიზლის თვალით, მივხვდებით, რომ ნამდვილნი ბედნიერნი ვართ მაშინ, როდესაც მრთელს, საღს სხეულს შეერთებია საღი და უშფოთველი სული. ცხოვრება კაცისა აშენებულია დაუდგრომელ მოქმედებაზე; ოჯახი თითოეულის კაცისა წარმოადგენს პატარა საზოგადოებას, რომელსაც თავისი გვარი მეზობლები ჰყავს; აქ უთუოდ შეგხვდა ლხინი შენს ჭირად და ლხინად მიგაჩნია, - მაშინ მშვიდი ხარ სულითა; თუ შენი გული სხვისათვის სიკეთის გარდა არას გითქვამს, მაშინ ნეტარი და მშვიდია შენი არსება, როგორც ხორციელად, ეგრეთვე სულიერად. გვიყვარდეს ღმერთი, როგორც საგანი სასოებისა, გიყვარდეს მოყვასი; ამას გვიბრძანებს უფალი, გიყვარდეს ეკლესია, ვინაიდან იგი არის ზნეობრივი განმწვრთნელი და მასწავლებელი ჩვენი და მაშინ მოგეცემა სრული მშვიდობა.
|