
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო:
რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის [გვ. 28]
კიდევ რა შეეძლო, გაეკეთებინა ჩვენთვის ჭეშმარიტებას იმაზე მეტი, რომელიც ჰიპოსტასურად განგვეცხადა და
კიდევ რა შეეძლო, გაეკეთებინა ჩვენთვის ჭეშმარიტებას იმაზე მეტი, რომელიც ჰიპოსტასურად განგვეცხადა და ჭეშმარიტება გვაუწყა? "მე ვარ ჭეშმარიტება" (იოანე 14, 6). სხვა რა საშუალებით გამოეხატა ჩვენს ტკბილ მასწავლებელს ჩვენთვის თავისი სიყვარული, თუ არა იმ შრომით, რომელიც მან გასწია. იგი ადიოდა და ჩამოდიოდა მთებზე, თავისი ფეხით მოიარა მთელი იუდეა; მას ერგო ამდენი უპატიობა – მას უწოდებდნენ ღორმუცელასაც, მემთვრალესაც, შეპყრობილსაც, და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენთვის ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა. "და მოჰვლიდა იესო ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა" (მათე 4, 28).