წმ. ილია მართალი

რომ მე მართლადა ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულიერნიც ბედნიერნი იყვნენო, - ამბობს

"რომ მე მართლადა ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო, საჭიროა ყველა სხვა სულიერნიც ბედნიერნი იყვნენო", - ამბობს ერთი მეცნიერი. მადლის მოედანი და სარბიელი ეს არის. ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღვწის, მაგრამ ყოველს ჯაცს მიჩნეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნირება სხვის ბედნიერებასთან განუყოფელად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია.
    ამ გაერთებისათვის დიდის ხიდის გადებაა საჭირო და ამას დიდი ღონე უნდა სულისა, დიდი შეძლება გულისა და ყველა კაცს არ მოეკითხება, ვისაც ეგ ღონე და შეძლება აქვს, იგი მით ნაწილია ყველასი ჩემიც, თქვენიც და სხვისიც, იმიტომ, რომ იგი ჩემს, თქვენს და სხვის ბედნიერებაში ეძებს მხოლოდ და ჰპოულობს თავის საკუთარ ბედნიერებას და, მაშასადამე, მისი ბედნიერება თუ უბედურობა ჩემი, თქვენი და სხვის ბედნიერება და უბედურობა უნდა იყოს.
 
0