ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: სიზარმაცე, შრომა
ყველა მამა, რომელთაც "მოღვაწე" ეწოდებათ, როგორც მაგალითად, იოანე კიბისაღმწერელი, ეფრემი, ესაია, ევაგრე, განსაკუთრებით კი ბასილი დიდი (ძალიან ხშირად თავის "წესები მონაზვნებისას" განყოფილებებში) წმიდა წერილიდან უფლის მაგალითით გვიჩვენებენ, რომ ფიზიკური ხელსაქმე სასარგებლო და მშვენიერია. ამაზე ამბა ისააკი ასე წერს: "შვება და მცონარობა სულისთვის დამღუპველია, იგი დემონებს საშუალებას აძლევს, გვავნონ". და როგორც ადამიანია ორბუნებოვანი, ანუ შედგება სხეულისა და სულისაგან, მისი შრომაც ორბუნებოვანი უნდა იყოს. სული გონიერი და განუწყვეტელი ლოცვით უნდა იყოს დაკავებული, ხოლო სხეული – მუშაობითა და ხელსაქმით.