
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
ბზობა
ძველ ქართულად ბზობას ბაიაობა ეწოდება. იმის აღსანიშნავად, რომ როდესაც უფალი დიდებით შევიდა
ძველ ქართულად ბზობას ბაიაობა ეწოდება. იმის აღსანიშნავად, რომ როდესაც უფალი დიდებით შევიდა იერუსალიმში, მას მარადმწვანე პალმის რტოებს უგებდნენ ფეხქვეშ, მარადმწვანე ხე არის სიმბოლო მარადისობისა, მარადიული სიცოცხლისა და გამარჯვებისა. ჩვენ ვიცითთ, რომ იქ უამრავი ადამიანი სიხარულით შეეგება უფალს. ეს იყო გაუცნობიერებელი სიხარული. როგორც ვიცით, სხვადასხვა სახის ლოცვები არსებობს, მაგრამ ლოცვათა შორის ყველაზე აღმატებული არის დიდება უფლისა - არც რაიმე თხოვნა: გინდ ხორციელისა, გინდ სულიერისა, არამედ დიდება უფლისა! ეს არის ყველაზე ამაღლებული ლოცვა. როცა ადამიანის სულს უხარია, რომ არსებობს უფალი, რომ არის ღმერთი. შენი ბედნიერებისათვის სავსებით საკმარისი ხდება ის, რომ ღმერთი არის და ხარ შენ, და დამთავრდა - ბედნიერებისათვის მეტი აღარაფერი გჭირდება. აი, როდესაც ასეთი წამებუ უდგება ადამიანს, იგი უეჭველად იგრძნობს, რომ ბედნიერია. ამ დროს საოცარი სიმშვიდე ისადურებს მის გულში და უხარია, რომ არის ღმერთი, უხარია უანგაროდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თუნდაც რომ ყოფითი ცხოვრება უმძიმესი ჰქონდეს, სავსე განსაცდელებით, თვით გაუსაძლისიც. - მიუხედავად ამისა, მას უხარია და არის ბედნიერი, ვინაიდან მან იცის, რომ არის ღმერთი, არსებობს თვითონ და ღმერთი მის გულს ეხება.
|