
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სახარება, სახარების კითხვა
ღმერთმა გაუმჟღავნა თავისი ნება საბრალო მტვერს - ადამიანს! წიგნი, რომელშიც ეს დიდი და ყოვლად წმიდა ნებაა გადმოცემული, წინ გიდევს. შეგიძლია მიიღო ან უარყო შენი შემოქმედისა და მაცხოვრის ნება - გააჩნია, როგორ ისურვებ. შენ საუკუნო ცხოვრება და საუკუნო სიკვდილი შენსავე ხელთაა. მაშ დაფიქრდი, რა სიფრთხილე და გონიერება გმართებს. ნუ ეთამაშები საუკუნო ცხოვრებას!