
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წყარო:
კრებული [გვ. 12]
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას - იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამეს ირჩევთ: ცხოველთა - და თანაც ყველაზე უწმინდურ ცხოველთა - ღირსებას. გონს მოდით! მიატოვეთ მყრალი ჭაობი, ცოდვების აღიარებით განიწმინდეთ, სინანულის საბანელში განიბანეთ, ლმობიერების ცრემლით შეიმკეთ თავი, ასცილდით მიწას და ზეცად ამაღლდით: იქითკენ კი სახარება წაგიძღვებათ. „ვიდრე ნათელი გაქუს“ - ნათელი ანუ სახარება, რომელშიც ქრისტეა დაფარული - „გრწმენინ ნათელი, რაითა ძე ნათლისა - ქრისტესი - იყვნეთ“(ინ. 12, 36).