image

თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა,  წმინდანთა ცხოვრების კითხვა,  ეშმაკი,  წმინდა წიგნების კითხვა

წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხილებს ეშმაკის მზაკვრობასა და უკეთურებას, ამჟღავნებს ბოროტის მახეებს, მის მოქმედებას. ამიტომ ეშმაკი გმობისა და ამპარტავნების გულისსიტყვებს ხმარობს მამათა კითხვის წინააღმდეგ: ცდილობს ამაო ზრუნვა მოუვლინოს მოღვაწეს, რათა განარიდოს მაცხოვნებელ საქმეს; ებრძვის მას მოწყინებით, მობეზრებით, დავიწყებით. სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორ ებრძვის და როგორ სძულს ბოროტს წმ. მამათა კითხვა, უნდა მივხვდეთ, თუ რა მხსნელი იარაღია ჩვენთვის მათი ნაწერები - ამიტომაც ცდილობს ეშმაკი ასე გამძვინვარებით, რომ გამოგვტაცოს იგი.
თემატური კითხვები