თემა: ბიბლია

ვიდრე წაიკითხავდე, შეჰვედრე უფალს, რომ მან გაგიხსნას გონება, რათა განიცადო მასში მოთხრობილი

ვიდრე წაიკითხავდე, შეჰვედრე უფალს, რომ მან გაგიხსნას გონება, რათა განიცადო მასში მოთხრობილი საკვირველებანი ღვთისა.
    იკითხე სახარება უდიდესი მოკრძალებითა და ყურადღებით, არაფერი მიიჩნიო მასში ნაკლებმნიშვნელოვნად. გახსოვდეს, რომ ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება მისი ასხივებს სიცოცხლის სხივს. დაუდევარი მოპყრობა, გაუფრთხილებლობა ამ სიცოცხლისა კი ნიშნავს სიკვდილს.
    იკითხვიდე რა მაცხოვრის მიერ განკურნებულ სნეულებზე, ბრმებზე, განრღვეულებზე, ბოროტი ძალებით შეპყრობილებზე, გაიაზრე, რომ ათასგვარი ცოდვებით დამძიმებულ-დასნეულებული სული შენი, ემსგავსება წმიდა წერილში მოხსენებულ გაჭირვებულთ. ირწმუნე სახარებით, რომ იესო მაცხოვარს, რომელმაც განკურნა ისინი, შეუძლია შენი განკურნებაც, შენი ცოდვათაგან აღდგენაც, თუ კი ამისთვის შესთხოვ. მაგრამ ვიდრე მიაკითხავდე მხსნელს დასახმარებლად, საჭიროა ჯერ შეიცნო და აღიარო შენი სისუსტე და უძლურება. ცოდვილი ადამიანი, რომელსაც სიამაყის გამო არ უნდა საკუთარი ნაკლის დანახვა, რა თქმა უნდა, არ მიაკითხავს ქრისტეს, რადგან იგი მას არ სჭირდება. დანახვა საკუთარი ცოდვებისა, დანახვა ადამიანთა მოდგმის დაცემული და დამდაბლებული მდგომარეობისა არის განსაკუთრებული წყალობა ღვთისა, რაც ყველას ერთიანად არ მიეცემა. ამიტომ, ძმანო, უპირველესად გამოითხოვე ეს დიდი ნიჭი ღვთისაგანდა მაშინ გასაგები გახდება შენთვის წიგნი ზეციური მკურნალისა.
 
თემატური კითხვები
0