
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წყარო:
კრებული [გვ. 60]
რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო (ეზეკ. 18, 33)? რისთვის მოსწყდებით მარადიული სიკვდილით,
"რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო" (ეზეკ. 18, 33)? რისთვის მოსწყდებით მარადიული სიკვდილით, ქრისტიანებო, თქვენი ცოდვების გამო? რისთვის ავსებთ ჯოჯოხეთის ჯურღმულს, თითქოს ქრისტეს ეკლესიაში არც კი არსებობდეს ყოვლისშემძლე სინანული? ეს უსასრულოდ კეთილი ნიჭი მიეცა "სახლსა ისრაელისასა" – ქრისტიანებს, და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ცოდვის მიუხედავად ერთნაირი ძალით მოქმედებს: განწმენდს ყველა ცოდვას, აცხოვნებს ყოველს, ვინც ღმერთს შეუვრდება, თუნდაც ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მოხდეს.