წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წყარო: კრებული [გვ. 60]

როდესაც ადამიანები იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, რათა იორდანეში ნათელ-ეღოთ,

როდესაც ადამიანები იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, რათა იორდანეში ნათელ-ეღოთ, ისინი თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (თავი მე-4) ამბობს, ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმცემელს მათი ცოდვების ცოდნა რამეში სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ სინანულის სიმტკიცისათვის ცოდვების მონანიებასთან ერთად მათი აღიარებაც საჭირო იყოო.
    იმავე წმ. მამის თქმით, - რომელმაც იცის, რომ მოვალეა აღიაროს თავისი ცოდვები, ეს ცოდნა აღვირს ასხამს, ეხმარება, რომ აღარ გაიმეოროს ისინი; და პირიქით, აუღიარებელი ცოდვები სიბნელეში ჩადენილ საქმიანობებს ჰგვანან – მათ გამეორებას არაფერი უდგას წინ.
თემატური კითხვები
0