წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ცილისწამება
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

თემა: ცილისწამება

უგუნურ, ქარაფშუტა, უძლურ სულს სჩვევია ადვილად მიენდოს ცილისმწამებელთა სიტყვებს, განურისხდეს მას, ვისაც ბრალი დასდეს, შურისძიება ჩაიდოს გულში ისე, რომ არ გამოიძიოს, სამართლიანად შეისმინეს თუ არა კაცი. ხშირად ხდება, რომ ბოროტის გესლი სათავეს უდებს მითქმა-მოთქმას, ზერელე კაცთა მიამიტობა კი ხელს უწყობს მის გავრცელებას. ამგვარი უკეთური ზოგჯერ ტყუილს იგონებს და გულუბრყვილოებს გადასცემს დასათესად, ზოგჯერ კი ვინმეს უბრალო შეცდომას, უმნიშვნელო მარცხს ათას ტყუილსა და მართალს დაურთავს და საშინელ შეცოდებად აქცევს, თანაც ამ გამონაგონს გესლიანი დაცინვითა და ბოროტი ვარაუდებით აზავებს. ამგვარად, სათნოება კაცთა წინაშე ცოდვად წარმოსდგება, ბეწვისოდენა ნაკლი კი – დირედ.
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები