
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ცილისწამება
ცილისწამება ჩვენ თვითონ უნდა შევამოწმოთ, ღმერთი ამას თავისი ღმრთეებრივი მაგალითით გვასწავლის: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან". ღმერთმა, როგორც ყოვლისმხედველმა, კარგად იცოდა სოდომ-გომორელთა ცოდვები, მაგრამ შეზღუდულ კაცთათვის ჩვეული მოქმედება აიღო თავის თავზე, რათა ჩვენი შეზღუდულობის შესაბამისად ვიქცეოდეთ და არ მივითვისოთ უსაზღვრო არსების მოქმედება, რომლის სმენა და ხედვა შეუძლებელია ცდებოდეს.