
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ცილისწამება, განკითხვა, განსჯა
პეტეფრეს ცოლს შეუყვარდა იოსები და, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, ცილი დასწამა თავისი ქმრის წინაშე, პეტეფრემ, ისე რომ საქმე არ გამოუძიებია, იოსები საპყრობილეში ჩააგდო. თავისი საქციელი ამ ადამიანს იმდენად სწორი და სამართლიანი ეჩვენებოდა (ვინაიდან მიჩვეული იყო განუსჯელად მოქმედებას), რომ აზრადაც არ მოსვლია მისი შემოწმება მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც იოსები ციხეში იჯდა – ციხიდან იგი ღმრთის განგებით გათავისუფლდა. თუმცა რა გასაკვირია, რომ ჭეშმარიტი ღმერთის უმეცარი წარმართი ასეთ ცოდვაში ჩავარდნილიყო: ეს წმიდა კაცებსაც კი ემართებოდათ, როდესაც ივიწყებდნენ, რომ დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს.