
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: განსჯა, განკითხვა, ცილისწამება
დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშობილი, ყველასათვის საყვარელი ძე – კრისპოსი. კრისპოსს დედინაცვალმა იმავე მიზეზით დასწამა ცილი, რომლითაც იოსებს – ეგვიპტელმა ქალმა. ამის შემდეგ სიმართლე გამომჟღავნდა, მეფე ღრმა მწუხარებას მიეცა, ტირილი და გლოვა დაიწყო, შეინანა თავისი დაუფიქრებელი საქციელი და მოვალედ მიიჩნია თავი, რაკი უდანაშაულო მოკლა, ახლა დამნაშავე დაესაჯა. ფავსტა მოაკვდინეს. ამგვარად, უკვე ორი მკვლელობა მოხდა: ერთი უსამართლო, მეორე – სამართლიანი, ორივეს მიზეზი კი ღმერთისგან ნამცნები განსჯის დავიწყება და ნაჩქარევი, წინდაუხედავი მოქმდება იყო.