წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - განკითხვა
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

თემა: განკითხვა,  განსჯა

წმ. დავით მეფემ შესცოდა, მაგრამ კარგა ხანს (როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილებს) ვერ მიხვდა და ვერ გააცნობიერა თავისი დაცემა. ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველს უბრძანა, ემხილებინა იგი. წინასწარმეტყველმა მეფეს იგავურად აღუწერა მისი მდგომარეობა და სთხოვა, განესაჯა და დაესაჯა დამნაშავე. მეფემ უმალ გამოიტანა განაჩენი, რომელიც სიმკაცრით ბევრად აღემატებოდა კანონის მოთხოვნას (2 მეფ. 12, 1-4). ასეთია ჩვენი დაცემული ბუნება! ჩვენი ცოდვებისათვის მოწყალებასა და შეწყნარებას მოველით, მოყვასის ასეთივე ცოდვებისათვის კი – პასუხისგებასა და სასჯელს.
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები