
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
წყარო:
სულის საწამლო ბალახები [გვ. 10]
სახიერი უფალი მოწყალებას უხვად გვიგზავნის, და ცხადია, ყოველთვის ყველაფერს ჩვენთვის სასიკეთოდ
სახიერი უფალი მოწყალებას უხვად გვიგზავნის, და ცხადია, ყოველთვის ყველაფერს ჩვენთვის სასიკეთოდ აკეთებს. ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა ჩვენდა სამსახურად და მსხვერპლშესაწირად – მცენარეებიდან დაწყებული ცხოველებამდე და ფრინველებამდე, უმცირესიდან უმაღლესამდე; ადამიანისათვის, რათა მისთვის ხსნა მოეპოვებინა, თვითონაც კი გაიღო მსხვერპლად თავი, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი უგულისყურო რჩება ღვთის ყველა სიკეთისადმი და აწყლულებს მას თავისი უზომო უმადურებითა და უგრძნობლობით, - მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა, ყველა სხვა სათნოებებთან ერთად, მემკვიდრეობითი სინდისიც მოგვანიჭა.