წმ. ილია მართალი
თემა: ბიბლია

უეჭველია, ძლიერ გონივრად იქცევა ისა, ვინც მუდამ ჟამს კითხულობს საღმრთო წერილს. იმის წამკითხავი

უეჭველია, ძლიერ გონივრად იქცევა ისა, ვინც მუდამ ჟამს კითხულობს საღმრთო წერილს. იმის წამკითხავი ორნაირად არის სარგებლობაში, პირველად: შეისწავებს ღვთის ვედრებასა და რამდენსაც მომატებულად კითხულობს, იმდენად მკვიდრად დაინერგება იმის გულში სარწმუნოება ქრისტესი; და მეორედ; იქ შეხვდება მრავალ ნამდვილ ქართულ სიტყვასა, რომელნიც ამჟამად ბევრნი მათგანნი აღარ იხმარებიან საერთო ლაპარაკში, და მაშინ, როდესაც საღმრთო წერილი გადმოუთარგმნიათ ქართულად ბერძნულიდგან, ხმარებაში ყოფილა. მხოლოდ იქიდგან გამოტანილი სიტყვა უნდა მოიხმაროს ისე, იმ კილოზე, როგორც ამჟამად ლაპარაკობს ხალხი.
 
თემატური კითხვები
0