ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: სიყვარული, სიყვარული მოყვასისადმი, თავგანწირვა, სიკვდილი
ისინი, რომლებიც თავიანთი წრფელი სიყვარულით მზად არიან თვით სიცოცხლეც გასწირონ თანამოძმეთა დასაცავად, ქრისტეს ბაძავენ; მუდამ უდიდესი გმირები არიან, რადგან სიკვდილსაც კი ეშინია მათი, რამეთუ მათ იგი არაფრად ჩააგდეს სიყვარულის გამო. ამიტომაც იოლად აღწევენ სამარადისო ნეტარებას, რადგან სიკვდილზე იმარჯვებენ და საფლავის ქვის ქვეშ მარადისობის გასაღებს პოულობენ.