წმ. ილია მართალი

ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა

ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა. უამისოდ იგი ერთს დღესაც ვერ გაიჭაჭანებდა კაცთა შორის, ერთს დღესაც ვერ გააბამდა თავის სამაცდურო ბადესა კაცთა საჭერად. თუმცა ესეა, მაგრამ ეს ბოროტი, ეს ჭირი ასე თუ ისე ადვილად მ ოსანელებელია, ადვილად სახდელია, როცა შინაობაში, ერთმანერთობაში ცალკე კერძო კაცი მოგვივლენს ხოლმე.
    სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურობაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი გზას გაიხსნის, მოედანს მოიპივებს იქ, სადაც თქმა და ქმნა ერთი უნდა იყოს, სადაც ჭეშმარიტება უნდა ჭეშმარიტობდეს, მართალი ჰმართლობდეს, კეთილი ჰკეთილობდეს და პატიოსნება პატიოსნობდეს, სადაც ხმა ერისაა და, მაშასადამე ღვთისაცა.
 
0