სხვა მოძღვარი - ათეიზმი_ურწმუნოება
image

თემა: ათეიზმი ურწმუნოება,  სული

არსებობს კიდევ უხილავი, სულიერი სამყარო, რომელსაც მატერიალისტებიც კი არ უარყოფენ. ეს არის სიყვარული, სიხარული, რომელიც არანაირად არ აიხსნება მატერიალისტური ფილოსოფიით. მაგალითისთვის მოვიყვანოთ სამი პროფესორის დიალოგი. ერთი ამბობს:
    - მე არ მწამს, რომ ადამიანს სული გააჩნია. რამდენი ადამიანი გამიკვეთია და სული არასოდეს მინახავს.
    მეორე შეეკამათა:
    - ასე რომ ვიმსჯელოთ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ გონებაც არ არსებობს. რამდენჯერ ამიხდია თავის ქალა, მაგრამ ტვინში აზრი და გონება არ დამინახავს.
    მესამემ კი თქვა:
    - რამდენი ოპერაცია გამიკეთებია, გული ნაწილ-ნაწილ გამიჭრია და მე იქ სიყვარული არ მინახავს, მაგრამ ეს გრძნობა ხომ ყველას გამოგვიცდია. ასევეა სულიც. თქვენ თუ ვერ ხედვათ მას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები