ავტორი:
მამა გიორგი ბასილაძე
თემა:
ბოროტი საქმეები
შიში იძულებითი მორჩილებაა და ჩვენ არ შეგვფერის ბოროტის მორჩილება. ბოროტთან ბრძოლით ღმერთი ავაჟკაცებს
შიში იძულებითი მორჩილებაა და ჩვენ არ შეგვფერის ბოროტის მორჩილება. ბოროტთან ბრძოლით ღმერთი ავაჟკაცებს სულს. ისიც იცოდეთ, ღმერთი მოწყალეა და თქვნზე აღმატებულ ძალას არ დაუშვებს. მას ყველაფერი განსაზღვრული აქვს. როგორც ისწავლებ და იწრთობა სიყვარული, ისე იწრთობა ისწავლება სიმამაცეც, გამბედაობაცა და ვაჟკაცობაც.
ნუ გეშინიათ ბოროტის სულის ძალის, გარეგნობის, თვალების, ხმის, რადგან იგი მათ იყენებს ჩვენი შეშინებისა და დამცირებისათვის. როდესაც შიში მოდის, ნუ მიეცემით სასაწარკვეთილებასა და პანიკას. ამ დროს ღმერთის წინაშე უნდა აღიარო, რომ შენ არაფერი არ ხარ, რომ უძლური ხარ და არც არავინ არა ხარ ღმერთის გარეშე და იწყო ლოცვა. ღმერთი უხილავად თანდათან გაგაძლიერებთ და იმასაც დაგანახებთ, ეს "უშიშარი" და "მაგარი ბიჭი", როგორ აიძურწება და ლაჩრულად გაიპარება. დიდია და უძლეველი ქრისტე ღმერთი... ასე რომ, ეშინოდნენ ჩვენს მტრებს და არა ჩვენ. ჩვენ კი უნდა გვეშინოდეს ცოდვების.

|