ილია II
ავტორი: ილია II
თემა: შობა

ღვთის დიდი სიყვარულის წყალობით კვლავაც მშვიდობითა და კეთილდღეობით ვხვდებით უდიდესსა და ღვთივშემოსილ

ღვთის დიდი სიყვარულის წყალობით კვლავაც მშვიდობითა და კეთილდღეობით ვხვდებით უდიდესსა და ღვთივშემოსილ დღესასწაულს - ქრისტეს შობას, ზეიმს, რომელიც მთლიანად მოიცავს ყოველი თაობის ადამიანის გულსა და ცნობიერებას, ზატიკს, რომელიც მეფობს საუკუნეებზე. ეს ის სასიხარულო და ნათელმოსილი დღეა როდესაც ჩვენ ბეთლემელ მწყემსებსა და აღმოსავლელ მოგვებთან ერთად გონებით მივემგზავრებით იმ გამოქვაბულისაკენ, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, წიაღსა შინა თვისსა მიეღო ახლადშობილი ყრმა, მაცხოვარი ქვეყნისა.
0