ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
განკითხვა
საყვარელო, ღმერთი გაყენებს სხვისის მონის განკითხვისაგან და გიბრძანებს: ჩემი არს შურის გება, და მე
საყვარელო, ღმერთი გაყენებს სხვისის მონის განკითხვისაგან და გიბრძანებს: "ჩემი არს შურის გება, და მე მივაგოთ მათ"; მოციქული გაყენებს: "შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ?" უნდა ვსცნათ: თუ ცოდვის გამოძიება გნებავს, - აქ დიდს ცთომასა და უგუნურებაშიდ ხარ; შენ ცოდვად რად გამოეძიებ? რად გამოეძიებ? რა მისაგებელი შეგიძლია? ცოდვისათვის ჯოჯოხეთს ვერ მისცემ და ვერ ეთყვი: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა"; უცოდველობისათვის სასუფეველს ვერ მისცემ და ვერ ეტყვი: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო"; და თუ მაშინც ცოდვის გამოძიება გსურის, რასათვის შენს ცოდვას არ გამოეძიებ; თუ იტყვი" ცოდვა არა გაქუს, აქ კიდევ ცთომაში ხარ; ვითარცაიტყვის დიდი იოანე ღვთის-მეტყველი და მახარებელი თვისთა კათოლიკუეთა შინა: "უკეთუ ვსთქუათ, ცოდვა არა გვაქუს, თავთა თვისთა ვაცდთნებთ და ჭეშმარიტება არა არს ჩუენთანა!" და რისათვის შენს ცოდვას არ გამოიძიებ; რისათვის თავის თავს არ განიკითხავ? შენ სნეული ხარ და სხვის სნეულებას კვირობ! რასათვის სასჯელს თავს იდებ სხვისის ცოდვის გამოძიებისას? ესეოდენი სასჯელი შეუდგება: მიმოსვლუა უწესო და უჯერო, კითხვა შეუმსგავსებელი, რისხვა ყოვლად უჯერო, მხილება შურითა აღსავსე; ესენი ხორცისაც სამწუხარო არიან და სულისა საუკუნოდ წარმწყმედელ. თუ გნებავს ცოდვის გამოძიება, შენი ცოდვა გამოიძიე და გამოიკითხე: განაქიქე შენი თავი, თუ გნებავს რისხვა მიაგე შენს თავს.
|