
ავტორი:
ილია II
უფალი იესო ქრისტე კვლავ რეკს კარზე ჩვენი გულისა. შვილო ჩემო, სიხარულით მიეგებე მას, რადგანაც
უფალი იესო ქრისტე კვლავ რეკს კარზე ჩვენი გულისა. შვილო ჩემო, სიხარულით მიეგებე მას, რადგანაც მშვიდობა და სიყვარული მოგიტანა. იგი სანაცვლოდ არაფერს გთხოვს, არ უნდა შენი სიმდიდრე, სახელი და დიდება, მისთვის მხოლოდ შენი გულია ძვირფასი, მორწმუნე და სათნო გული, რომლის "სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ", რომლის სიყვარულსა არ შურს, არ განდიდდების, არ ამპარტავნებს, არ უხამსობს, არ ეძიებს თავისას, არ განრისხდების, არ განიზრახავს ბოროტსა, არა უხარის სიცრუე, არამედ უხარის ჭეშმარიტება, ყოველსა მიუტევებს, ყოველი სწამს, ყოველსა ესავს, ყოველსა მოითმენს (I კორ. 12,4-7).