
ავტორი:
ილია II
აღიღე ჯვარი შენი... ეს ნიშნავს არ შეუშინდე, არ გაექცე შენი წილი ცხოვრების ტვირთს, რომლის სიმძიმეს
"აღიღე ჯვარი შენი"... ეს ნიშნავს არ შეუშინდე, არ გაექცე შენი წილი ცხოვრების ტვირთს, რომლის სიმძიმეს განსაკუთრებით იგრძნობ ახლობლებისა და მეგობრების დაკარგვით, სიცრუისა და სიყალბის მოძალებით, იმედთა გაცრუებით და მრავალტანჯული იობივით იტყვი: "დღენი ჩემნი წარხდეს სრბითა, ხოლო დაიპნეს სახსარნი გულისა ჩემისანი" (იობი 17,11). მოისურვებ ჯვრის დატოვებას, განდგომას და გათავისუფლებას მისგან... მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. შენი ჯვარი შენთან უნდა იყოს. ნუ შეშინდები, ნუ დაგაბრკოლებს განსაცდელი. მთელი სასოებით მიენდე უფალს, რომელიც ყოველთვის განგანმტკიცებს შენ.